21 თებერვალი, 2020

ქეთი დოლიძე სასამართლოთი იმუქრება

სიკო დოლიძის "ფატიმა" ოსებმა მიისაკუთრეს– სასამართლოში გიჩივლებთ! – აცხადებს რეჟისორი ქეთი დოლიძე.

ამის მიზეზი მამის, ქართველი რეჟისორის სიკო დოლიძის 1959 წელს გადაღებული ფილმი “ფატიმა” გახდა, რომელიც ოსებმა მიითვისეს.

“მეტი, ვიდრე კინო” – ასეთია სტატიის სახელწოდება, სადაც საუბარია ფილმზე “ფატიმა” და მის რეჟისორად არა სიკო დოლიძე, არამედ ოსი რეჟისორი ვლადიმერ ვალიევია (ვალიშვილი) მოხსენიებული.

ფილმთან დაკავშირებით ვიკიპედიაშიც იგივე ინფორმაციაა  განთავსებული, კომპოზიტორად კი არჩილ კერესელიძის ნაცვლად ბორის გალაევია მითითებული.

ფაქტი სიკო დოლიძის შვილმა, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გააპროტესტა:

“გააფრინეთ?! ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიკო დოლიძის ფილმი! როგორ ბედავთ ასე იცრუოთ?

მუსიკა არჩილ კერესელიძის დაწერილია. მორჩით ტყუილებს! სასამართლოში გიჩივლებთ!”