რეჟისორი და მსახიობი დათა თავაძე მის ცხოვრებაში კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ამბავს გვიზიარებს.
პირველ მარტს ბერლინის თეატრში ქართველი ხელოვანის მიერ დადგმული სპექტაკლის პრემიერაა. დათასთან ერთად სპექტაკლზე კიდევ ერთი ქართველი მუშაობს – მუსიკოსი ნიკა ფასური.
საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობენ პაულ გრილი, ლორენა ჰანდშინი, იორგ პოზე, ნატალი ზილიგი, ნიკლას ვეტცელი.
დათა თავაძე:
“მაინც მიჭირს ამ ამბის ბოლომდე დაჯერება…
ფერდინანდ შმალცის “ყველა [კვდება]”…
პრემიერა 1 მარტს – ბერლინის თეატრში…
“აყვავებული ბაღი, ბურჟუაზიული კეთილდღეობის სიმბოლო, ზღვარგადასული ლხინის ადგილი და, ამავდროულად, ჰერმეტიულად შემოღობილი ციხე-სიმაგრე, რომელიც სიღარიბისგან თავის დასაცავად გაუშენებიათ. სიკვდილი აქ არავის დაუპატიჟებია, მაგრამ იგი მაინც მოვა. მართლა ასე დაგვიანდა ყველაფერი?”
