დათა თავაძე: “მიჭირს ამ ამბის ბოლომდე დაჯერება”

დათა თავაძე: "მიჭირს ამ ამბის ბოლომდე დაჯერება"რეჟისორი და მსახიობი დათა თავაძე მის ცხოვრებაში კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ამბავს გვიზიარებს.

პირველ მარტს ბერლინის თეატრში ქართველი ხელოვანის მიერ დადგმული სპექტაკლის პრემიერაა. დათასთან ერთად სპექტაკლზე კიდევ ერთი ქართველი მუშაობს – მუსიკოსი ნიკა ფასური.

საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობენ პაულ გრილი, ლორენა ჰანდშინი, იორგ პოზე, ნატალი ზილიგი, ნიკლას ვეტცელი.

დათა თავაძე:

“მაინც მიჭირს ამ ამბის ბოლომდე დაჯერება…

ფერდინანდ შმალცის “ყველა [კვდება]”…

პრემიერა 1 მარტს – ბერლინის თეატრში…

“აყვავებული ბაღი, ბურჟუაზიული კეთილდღეობის სიმბოლო, ზღვარგადასული ლხინის ადგილი და, ამავდროულად, ჰერმეტიულად შემოღობილი ციხე-სიმაგრე, რომელიც სიღარიბისგან თავის დასაცავად გაუშენებიათ. სიკვდილი აქ არავის დაუპატიჟებია, მაგრამ იგი მაინც მოვა. მართლა ასე დაგვიანდა ყველაფერი?”