რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ცხოვრებაში იყო ეტაპები, რომლებიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მოგონება, რომელიც ორ ულამაზეს ქართველ მსახიობს ლია ელიავას და ლეილა აბაშიძეს შეეხება, ყველაზე განსაკუთრებულია:
“1987 წელს ტოკიოს კინოფესტივალზე ჩვენმა ფილმმა “ორომტრიალი” მოიპოვა პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, მაგრამ უფრო საკვირველი და ამაღელვებელი ჩემთვის სხვა რამ იყო.
დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც უზარმაზარ დარბაზში ჩატარდა და რომელსაც 2000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა, ჟიურის თავმჯდომარემ გრეგორი პეკმა თავის ბოლო სიტყვაში მოულოდნელად განაცხადა:
“მე მინდა უდიდესი სიხარული გამოვხატო იმის გამო, რომ ფესტივალზე ვიხილეთ ორი საოცარი მსახიობი, რომელთა თამაშმა ნამდვილად შემძრა. ესენი არიან აქამდე ჩემთვის უცნობი ქართველი მსახიობები ლეილა აბაშიძე და ლია ელიავა.”
