კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძის და პოეტ ოთარ ჭილაძის კოლაბორაციამ ულამაზესი სიმღერა დაბადა.
“გარეთ ისევ წვიმს” – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც მუსიკოსმა პოეტის ერთ-ერთ ცნობილ ლექსზე შექმნა.
“შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი” – ოთარ ჭილაძის ამ ცნობილ ფრაზას ზვიად ბოლქვაძემ კიდევ უფრო მეტი მელოდიურობა შემატა.
მუსიკოსის ახალ სიმღერაზე ვიდეორგოლი ზვიად სირაბიძემ გადაიღო.
“ქუდი მოიხადეთ, მეგობრებო, გენიოსთან გაქვთ საქმე!” – ასე აფასებს ზვიად ბოლქვაძის შემოქმედებას მომღერალი ოთო ნემსაძე.
