ზვიად ბოლქვაძის და ოთარ ჭილაძის ულამაზესი კოლაბორაცია

კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძის და პოეტ ოთარ ჭილაძის კოლაბორაციამ ულამაზესი სიმღერა დაბადა.

“გარეთ ისევ წვიმს” – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც მუსიკოსმა პოეტის ერთ-ერთ ცნობილ ლექსზე შექმნა.

“შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი” – ოთარ ჭილაძის ამ ცნობილ ფრაზას ზვიად ბოლქვაძემ კიდევ უფრო მეტი მელოდიურობა შემატა.

მუსიკოსის ახალ სიმღერაზე ვიდეორგოლი ზვიად სირაბიძემ გადაიღო.

“ქუდი მოიხადეთ, მეგობრებო, გენიოსთან გაქვთ საქმე!” – ასე აფასებს ზვიად ბოლქვაძის შემოქმედებას მომღერალი ოთო ნემსაძე.