პიანისტ გიორგი გიგაშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში კიდევ ერთი წარმატებული ეტაპი დადგა. არაერთი საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის გამარჯვებული მუსიკოსი კვლავ საუკეთესოებშია.
იტალიაში მიმდინარე ბუზონის საერთაშორისო პიანისტთა კონკურსმა 6 ფინალისტი დაასახელა.
კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული პიანისტი მონაწილეობს. ქართველი გიორგი გიგაშვილი კი რჩეულებში იტალიელ, რუს, ბულგარელ და იაპონელ პიანისტებთან ერთად მოხვდა.

