პიანისტ გიორგი გიგაშვილის იტალიური წარმატება

პიანისტ გიორგი გიგაშვილის იტალიური წარმატებაპიანისტ გიორგი გიგაშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში კიდევ ერთი წარმატებული ეტაპი დადგა. არაერთი საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის გამარჯვებული მუსიკოსი კვლავ საუკეთესოებშია.

იტალიაში მიმდინარე ბუზონის საერთაშორისო პიანისტთა კონკურსმა 6 ფინალისტი დაასახელა.

კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული პიანისტი მონაწილეობს. ქართველი გიორგი გიგაშვილი კი რჩეულებში იტალიელ, რუს, ბულგარელ და იაპონელ პიანისტებთან ერთად მოხვდა.

პიანისტ გიორგი გიგაშვილის იტალიური წარმატება