უკრაინული “ვოისის” გამარჯვებულს ალექსანდრე ზაზარაშვილს კარნეგი ჰოლში ელოდებიან.
20 სექტემბერს მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს საკონცერტო დარბაზში ბარიტონი დავით ღვინიანიძე გამართავს კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას ალექსანდრეც მიიღებს.
კარნეგი ჰოლში სიმღერის უფლება მან დავით ღვინიანიძის მიერ განხორციელებული პროექტის “მუსიკალური გალერეა – გზა კარნეგი ჰოლისკენ” გამარჯვებით მოიპოვა.
რუისელი მომღერალი, რომელსაც ქართველ რობერტინო ლორეტი უწოდეს, მსმენელის წინაშე სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებულ ნიჭიერ შემსრულებლებთან ერთად წარსდგება.