15 ნოემბერი, 2018

ალექსანდრე ზაზარაშვილი კარნეგი ჰოლში

ალექსანდრე ზაზარაშვილი კარნეგი ჰოლში უნიჭიერესმა ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მომღერალმა დავით ღვინიანიძემ დააარსა ფონდი ,,მსოფლიო ტალანტები“, რომელიც ახორციელებს პროექტს “მუსიკალური გალერეა – გზა კარნეგი ჰოლისკენ”. პროექტის ფარგლებში მომღერალი ნიჭიერ ხელოვანებს შორის უნიჭიერესს გამოარჩევს და მას აძლევს შანსს, თავისი შესაძლებლობები კიდევ უფრო მსშტაბურად წარმოაჩინოს.

სწორედ ამ პროექტის გამარჯვებული გახდა მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც ამერიკაში გაემგზავრება:

“ღმერთო, მადლობა ძალიან დიდი. გიჟად ვარ ,,მსოფლიო ტალანტები – გზა კარნეგი ჰოლისკენ” გავიმარჯვე! ღმერთო, დიდი მადლობა. არ ვიცი, რა ვთქვა… ამერიკავ, მოვდივარ!”