ზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად სასახლეში დაცული ჭურჭელი დაზიანდა.
“გამთენიისას დაცვამ გაიგო ხმაური და ნახა, რომ ჭერი ჩამოინგრა იმ დარბაზში, სადაც დადიანების ჭურჭელია გამოფენილი. მოხვდა მაგიდის კიდეს და დაზიანდა 5 ექსპონატი. თუმცა ყველა ექვემდებარება რესტავრაციას. ეკატერინეს სასახლე ამორტიზებულია და ჭერის ჩამონგრევაც ამან გამოიწვია. სასახლის რეკონსტრუბცია აპრილში დაიწყება,” – განუცხადა ადგილობრივ ჟურნალისტებს მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ.
