ზუგდიდის დადიანების სასახლეში ჭერი ჩამოინგრა

ზუგდიდის დადიანების სასახლეში ჭერი ჩამოინგრაზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად სასახლეში დაცული ჭურჭელი დაზიანდა.

“გამთენიისას დაცვამ გაიგო ხმაური და ნახა, რომ ჭერი ჩამოინგრა იმ დარბაზში, სადაც დადიანების ჭურჭელია გამოფენილი. მოხვდა მაგიდის კიდეს და დაზიანდა 5 ექსპონატი. თუმცა ყველა ექვემდებარება რესტავრაციას. ეკატერინეს სასახლე ამორტიზებულია და ჭერის ჩამონგრევაც ამან გამოიწვია. სასახლის რეკონსტრუბცია აპრილში დაიწყება,” – განუცხადა ადგილობრივ ჟურნალისტებს მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ.