სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “ერისიონის” მსახიობ-მომღერალი ზურაბ გოგობერიშვილი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ ანსამბლის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:
“გარდაიცვალა “ერისიონის” მსახიობ-მომღერალი ზურაბ გოგობერიშვილი.
ზურა 35 წლის იყო, მან ანსამბლში 10-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში ბევრ წარმატებულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა და ჩვენს დიდ ოჯახში უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
“ერისიონი” უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზურას გარდაცვალების გამო.”
