“ერისიონის” მომღერალი ზურაბ გოგობერიშვილი გარდაიცვალა

"ერისიონის" მომღერალი ზურაბ გოგობერიშვილი გარდაიცვალასიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “ერისიონის” მსახიობ-მომღერალი ზურაბ გოგობერიშვილი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია ამის შესახებ ანსამბლის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

“გარდაიცვალა “ერისიონის” მსახიობ-მომღერალი ზურაბ გოგობერიშვილი.

ზურა 35 წლის იყო, მან ანსამბლში 10-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში ბევრ წარმატებულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა და ჩვენს დიდ ოჯახში უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

“ერისიონი” უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზურას გარდაცვალების გამო.”