ფლეიტისტ დათო ოძელაშვილს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. უზომოდ ნიჭიერი მუსიკოსი ახალგაზრდა 28 წლის გარდაიცვალა და თავის მეგობრებს და უახლოეს ადამიანებს უდიდესი ტკივილი დაუტოვა.
დათო ოძელაშვილი მუსიკოსმა ოთარ მაღრაძემ გაიხსენა:
“ოძელა!!!
წელს მას 45 წელი შეუსრულდებოდა!!!
ახლა მე მინდა ერთი გასაოცარი ჩანაწერი გამოვაქვეყნო – ნანტის (საფრანგეთი) 2000 წლის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე მის მიერ შესრულებული სოლო, გაჯერებული ქართული ფოლკლორის უზადო იმპროვიზაციებით!…
არ დავიწყება!”