11 თებერვალი, 2019

მოუსმინეთ უნიჭიერეს დათო ოძელაშვილს

მოუსმინეთ უნიჭიერეს დათო ოძელაშვილსფლეიტისტ დათო ოძელაშვილს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. უზომოდ ნიჭიერი მუსიკოსი ახალგაზრდა 28 წლის გარდაიცვალა და თავის მეგობრებს და უახლოეს ადამიანებს უდიდესი ტკივილი დაუტოვა.

დათო ოძელაშვილი მუსიკოსმა ოთარ მაღრაძემ გაიხსენა:

“ოძელა!!!

წელს მას 45 წელი შეუსრულდებოდა!!!

ახლა მე მინდა ერთი გასაოცარი ჩანაწერი გამოვაქვეყნო – ნანტის (საფრანგეთი) 2000 წლის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე მის მიერ შესრულებული სოლო, გაჯერებული ქართული ფოლკლორის უზადო იმპროვიზაციებით!…

არ დავიწყება!”