ანანურის ტაძარი ის ადგილია, რომელსაც ტურისტები ყველაზე დიდი რაოდენობით სტუმრობენ.
ანანურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭილოფებით მოწყობილი სავაჭრო ჯიხურები არ მოსწონს ფოტოხელოვან გოგა ჩანადირს და მიანიჩა, რომ ანანური უფრო ლამაზ გარემოს იმსახურებს:
“ეს ანანურის ტაძარია.
აქ უამრავი ტურისტი ჩერდება.
მე ვფიქრობ, ანანური უფრო ლამაზ გარემოს უნდა ქმნიდეს, ვიდრე ახლაა, ამ ლურჯი ჭილოფებით.
მე ამ სურათმა ცუდი განწყობა შემიქმნა.
სამახსოვრო საჩუქრების გაყიდვის წინააღმდეგი სულაც არ ვარ. პირიქით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ გარემო, მიმდებარე ტერიტორია აუცილებლად გემოვნებიანი უნდა იყოს. ახლანდელი კი – დამანგრეველია.”