25 თებერვალი, 2019

ანანურის ტაძარი უკეთესს იმსახურებს

ანანურის ტაძარი უკეთესს იმსახურებსანანურის ტაძარი ის ადგილია, რომელსაც ტურისტები ყველაზე დიდი რაოდენობით სტუმრობენ.
ანანურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭილოფებით მოწყობილი სავაჭრო ჯიხურები არ მოსწონს ფოტოხელოვან გოგა ჩანადირს და მიანიჩა, რომ ანანური უფრო ლამაზ გარემოს იმსახურებს:

“ეს ანანურის ტაძარია.

აქ უამრავი ტურისტი ჩერდება.

მე ვფიქრობ, ანანური უფრო ლამაზ გარემოს უნდა ქმნიდეს, ვიდრე ახლაა, ამ ლურჯი ჭილოფებით.

მე ამ სურათმა ცუდი განწყობა შემიქმნა.

სამახსოვრო საჩუქრების გაყიდვის წინააღმდეგი სულაც არ ვარ. პირიქით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ გარემო, მიმდებარე ტერიტორია აუცილებლად გემოვნებიანი უნდა იყოს. ახლანდელი კი – დამანგრეველია.”

ანანურის ტაძარი უკეთესს იმსახურებს

ანანურის ტაძარი უკეთესს იმსახურებს