12 იანვარი, 2019

ირაკლი გრძელიშვილი – ქართველი მსახიობი „გრეის ანატომიაში“

ირაკლი გრძელიშვილი - ქართველი მსახიობი „გრეის ანატომიაში“ ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, გახმაურებულ სერიალში “გრეის ანატომიაში” ითამაშებს.

ქართველი მსახიობი პოპულარული სერიალის ახალ, მე-15 სეზონში გამოჩნდება.

ინფორმაცია და ფოტო ამის შესახებ ირაკლიმ თავად გაავრცელა:

“GREAT DAY!!! GREY’S ANATOMY! with my brother Noba” – ”დიდებული დღე! გრეის ანატომია! ჩემს ძმასთან ნობასთან ერთად!”

ABC-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული სერიალი მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს.

“გრეის ანატომია” 14-წლიანი ისტორიის მქონე სერიალია და ტელეკომპანიის მაყურებელთა შორის ყველაზე ყურებადია.