ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, გახმაურებულ სერიალში “გრეის ანატომიაში” ითამაშებს.
ქართველი მსახიობი პოპულარული სერიალის ახალ, მე-15 სეზონში გამოჩნდება.
ინფორმაცია და ფოტო ამის შესახებ ირაკლიმ თავად გაავრცელა:
“GREAT DAY!!! GREY’S ANATOMY! with my brother Noba” – ”დიდებული დღე! გრეის ანატომია! ჩემს ძმასთან ნობასთან ერთად!”
ABC-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული სერიალი მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს.
“გრეის ანატომია” 14-წლიანი ისტორიის მქონე სერიალია და ტელეკომპანიის მაყურებელთა შორის ყველაზე ყურებადია.