მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის ფილმის ანგარიშიდან ფული მოიპარეს.
ინფორმაცია ამის შესახებ ნიკო გომელაურის მეუღლემ ნინა ჩოდრიშვილმა “ნანუკას შოუში” სტუმრობისას განაცხადა:
“ფული, რომელიც ნიკოს ფილმის ანგარიშზე იდო, მოიპარა პროდიუსერმა დათო ბეჟიტაშვილმა, მინდა რომ ეს ყველამ იცოდეს. მეორე დღესვე ფული აღარ იყო.
ამ პროდიუსერმა მაჩვენა ეშმაკის სახე ცხოვრებაში – მატყუარა, რომელიც გიყურებს და გეუბნება, მკვდრის ფულს ხომ არ შევიტყაპუნებ, ზუსტად ამ სიტყვებით და 7 წელიწადია არ გიბრუნებს.”
