ნიკო გომელაურის ფილმის ანგარიშიდან ფული მოიპარეს

ნიკო გომელაურის ფილმის ანგარიშიდან ფული მოიპარესმსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის ფილმის ანგარიშიდან ფული მოიპარეს.

ინფორმაცია ამის შესახებ ნიკო გომელაურის მეუღლემ ნინა ჩოდრიშვილმა “ნანუკას შოუში” სტუმრობისას განაცხადა:

“ფული, რომელიც ნიკოს ფილმის ანგარიშზე იდო, მოიპარა პროდიუსერმა დათო ბეჟიტაშვილმა, მინდა რომ ეს ყველამ იცოდეს. მეორე დღესვე ფული აღარ იყო.

ამ პროდიუსერმა მაჩვენა ეშმაკის სახე ცხოვრებაში – მატყუარა, რომელიც გიყურებს და გეუბნება, მკვდრის ფულს ხომ არ შევიტყაპუნებ, ზუსტად ამ სიტყვებით და 7 წელიწადია არ გიბრუნებს.”