საბავშვო ევროვიზიაზე წელს საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს.
ევროფესტივალისთვის მომღერალმა სიმღერა უკვე ჩაწერა და ვიდეორგოლიც გადაიღო.
“შენი ხმა” – ასე ეწოდება ქართულ-ინგლისურ სიმღერას, რომელიც თამარ ედილაშვილს სოფო ტოროშელიძემ დაუწერა.
სოფო ტოროშელიძე:
“დიდი გზა გამოიარა ამ სიმღერამ. გაიმარჯვა 22 საუკეთესო კომპოზიტორს შორის და მე თვითონ არ მჯერა, რომ ნამდვილად მოვიდა ეს დღე, როდესაც საჯარო ხდება.
თამარ ედილაშვილი – შენ ყველაზე დიდი წარმატება, ჩემო ბრილიანტო! დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ დავალებას გაართმევ თავს და ვიამაყებთ შენით!”
