22 სექტემბერი, 2018

ჰამლეტ გონაშვილი – ღვთაებრივი მოვლენა

ჰამლეტ გონაშვილი - ღვთაებრივი მოვლენაალბათ არავის გაუკვირდება თუკი შეიტყობს, რომ ჰამლეტ გონაშვილის ოჯახში ყველა მღეროდა – მისი წინაპრებიც კი, მაგრამ ჰამლეტის სიმღერა სულ სხვა იყო. მისი ნამღერით მსმენელი ისე აღფრთოვანებულა, რომ ტირილიც დაუწყია.

მომღერლის მეუღლე ლამარა გონაშვილი ხშირად იხსენებდა შემთხვევას, როცა ჰამლეტის სიმღერას მატარებლის გამცილებელიც კი აატირა:

“ერთხელ ჰამლეტი და დედამისი მატარებლით მგზავრობდნენ. ჰამლეტმა სიმღერა დაიწყო, გამცილებელმა კი – ტირილი.

მომღერალს დედამ უთხრა, ნუღარ მღერი, გამცილებელი ტირისო.”