25 სექტემბერი, 2018

გოდერძი ჯანელიძემ საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მოიგო

გოდერძი ჯანელიძემ საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მოიგოოპერის მომღერალმა გოდერძი ჯანელიძემ საოპერო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი და მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა.

რიგით მე-16 საერთაშორისო ფესტივალი ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში გაიმართა. ”შალიაპინის საღამოები უფაში” –  ასეთია ფესტივალის სახელწოდება, რომელშიც რუსეთის წამყვანი თეატრების ოპერის მომღერლები მონაწილეობდნენ.

ქართველმა მომღერალმა პირველობა არავის დაუთმო და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.