ოპერის მომღერალმა გოდერძი ჯანელიძემ საოპერო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი და მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა.
რიგით მე-16 საერთაშორისო ფესტივალი ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში გაიმართა. ”შალიაპინის საღამოები უფაში” – ასეთია ფესტივალის სახელწოდება, რომელშიც რუსეთის წამყვანი თეატრების ოპერის მომღერლები მონაწილეობდნენ.
ქართველმა მომღერალმა პირველობა არავის დაუთმო და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.