3 სექტემბერი, 2018

ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში უნიკალური ექსპონატები განადგურდა

ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში უნიკალური ექსპონატები განადგურდარიო დე ჟანეიროში მდებარე ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში გაჩენილმა ხანძარმა უნიკალური ექსპონატები გაანადგურა.

სამსართულიანი შენობის 200 წლის იუბილე რამდენიმე თვის წინ გრანდიოზული ღონისძიებებით აღინიშნა. შენობა 1818 წელს აიგო.

ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუზეუმში დაცული ნამუშევრები ძლიერმა ცეცხლმა შთანთქა.

უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში 200 მილიონი ექსპონატი ინახებოდა.

ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში უნიკალური ექსპონატები განადგურდა