რიო დე ჟანეიროში მდებარე ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში გაჩენილმა ხანძარმა უნიკალური ექსპონატები გაანადგურა.
სამსართულიანი შენობის 200 წლის იუბილე რამდენიმე თვის წინ გრანდიოზული ღონისძიებებით აღინიშნა. შენობა 1818 წელს აიგო.
ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუზეუმში დაცული ნამუშევრები ძლიერმა ცეცხლმა შთანთქა.
უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში 200 მილიონი ექსპონატი ინახებოდა.