წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის გამონათქვამები XXI საუკუნეში სულ უფრო აქტუალური ხდება. მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქართველებს ყოველთვის იმ სარკეში ახედებდა, სადაც მათი პრობლემები ყველაზე კარგად ჩანდა.
“არტინფო” ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთ მოსაზრებას გაგაცნობთ, რომელიც ქართველების ერთიანობას ეხება:
„ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა;
ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა,
საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა,
საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის,
საცა “მე” ხშირია, და „ჩვენ“ – იშვიათი!”