Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ილია ჭავჭავაძე: „ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა”

27 ივნისი, 2018

ილია ჭავჭავაძე: „ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა"წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის გამონათქვამები XXI საუკუნეში სულ უფრო აქტუალური ხდება. მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქართველებს ყოველთვის იმ სარკეში ახედებდა, სადაც მათი პრობლემები ყველაზე კარგად ჩანდა.

“არტინფო” ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთ მოსაზრებას გაგაცნობთ, რომელიც ქართველების ერთიანობას ეხება:

„ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა;
ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა,
საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა,
საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის,
საცა “მე” ხშირია, და „ჩვენ“ – იშვიათი!”