6 იანვარი, 2018

ფრიდონ ნიჟარაძე – უშგულელი გენიოსი მხატვარი

ფრიდონ ნიჟარაძე მწერალი და სიურეალისტი მხატვარია.

ხელოვანი უშგულში ცხოვრობს და მისი სახლი მხატვრის ნამუშევრებით არის სავსე. უშგულელი გენიოსის შესახებ, სამწუხაროდ, საქართველოში უმრავლესობამ არაფერი იცის.

“სულკალმახი”, “ბიზანტიის დატირება”, “ავტოპორტრეტი”, “მამლების ჭიდილი”, “ქაჯეთის ციხე” – ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ ნამუშევრებისა, რომლებსაც უშგულში მცხოვრები მხატვარი ქმნის.

მის შემოქმედებას სალვადორ დალის ნამუშევრებს ამსგავსებენ. ფრიდონ ნიჟარაძის თითოეული ნახატი ხანგრძლივ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან მასში თითოეულსა ხაზსა თუ ფერს თავისი დატვირთვა აქვს.