6 იანვარი, 2018

ფილმმა ირაკლი მიქავას მონაწილეობით ყველა რეკორდი მოხსნა

ქართველმა მსახიობმა ირაკლი მიქავამ მონაწილეობა მიიღო ისტორიულ ფილმში “Движение вверх”, რომელმაც რუსული კინოგაქირავების ბოლო წლების ყველა რეკორდი მოხსნა.

ფილმის ჩვენება რუსეთში ერთდროულად მიმდინარეობს 118 კინოთეატრში და დღეში 1382 სეანსია.

IMDB-ზე ფილმის რეიტინგი 8.4. (going vertical)

ფილმში ირაკლი მიქავა ერთ-ერთი მთავარი გმირის – ცნობილი ქართველი კალათბურთელის ზურაბ საკანდელიძის როლს თამაშობს. ზურაბ საკანდელიძემ სსრკ-ს ნაკრებს 1972 წლს ოლიმპიადაზე ჩემპიონობა მოუტანა აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ ფინალში. საბჭოთა კავშირის საკალათბურთო გუნდმა ფინალში დაამარცხა ამერიკა.

მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო ზურაბ საკანდელიძე, რომელმაც გუნდს თავიდანვე წინ გასვლის და თამაშის მოგების იმედი ჩაუსახა. საბოლოოდ თამაში 51:50 დამთავრდა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით.

”Движение вверх” ნიკიტა მიხალკოვის სტუდია “ტრიტეს” და რუსეთის პირველი არხის საერთო პროექტია. ფილმის რეჟისორი ანტონ მეგერდიჩევია და მასზე მუშაობა თითქმის 4 წელიწადი მიმდინარეობდა.