ქართველმა მსახიობმა ირაკლი მიქავამ მონაწილეობა მიიღო ისტორიულ ფილმში “Движение вверх”, რომელმაც რუსული კინოგაქირავების ბოლო წლების ყველა რეკორდი მოხსნა.
ფილმის ჩვენება რუსეთში ერთდროულად მიმდინარეობს 118 კინოთეატრში და დღეში 1382 სეანსია.
IMDB-ზე ფილმის რეიტინგი 8.4. (going vertical)
ფილმში ირაკლი მიქავა ერთ-ერთი მთავარი გმირის – ცნობილი ქართველი კალათბურთელის ზურაბ საკანდელიძის როლს თამაშობს. ზურაბ საკანდელიძემ სსრკ-ს ნაკრებს 1972 წლს ოლიმპიადაზე ჩემპიონობა მოუტანა აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ ფინალში. საბჭოთა კავშირის საკალათბურთო გუნდმა ფინალში დაამარცხა ამერიკა.
მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო ზურაბ საკანდელიძე, რომელმაც გუნდს თავიდანვე წინ გასვლის და თამაშის მოგების იმედი ჩაუსახა. საბოლოოდ თამაში 51:50 დამთავრდა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით.
”Движение вверх” ნიკიტა მიხალკოვის სტუდია “ტრიტეს” და რუსეთის პირველი არხის საერთო პროექტია. ფილმის რეჟისორი ანტონ მეგერდიჩევია და მასზე მუშაობა თითქმის 4 წელიწადი მიმდინარეობდა.