მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მსახიობი მარინა ჯანაშია სცენას დაუბრუნდა.
მსახიობი მონაწილეობას მიიღებს რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში “მოხუცი ჯამბაზები”.
მარინა ჯანაშია:
„რა ბედნიერებაა თეატრი, რა ბედნიერებაა ამდენი ხნის პერიპეტიის შემდეგ დაბრუნება… ასეთი დიდი სიყვარულის საბურველში გახვევა. ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება.
მაშინაც კი, როდესაც აღარაფრის იმედი იყო, ჩემი გონება თეატრში ტრიალებდა.“