“ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება”

"ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება"მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მსახიობი მარინა ჯანაშია სცენას დაუბრუნდა.

მსახიობი მონაწილეობას მიიღებს რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში “მოხუცი ჯამბაზები”.

მარინა ჯანაშია:

„რა ბედნიერებაა თეატრი, რა ბედნიერებაა ამდენი ხნის პერიპეტიის შემდეგ დაბრუნება… ასეთი დიდი სიყვარულის საბურველში გახვევა. ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება.

მაშინაც კი, როდესაც აღარაფრის იმედი იყო, ჩემი გონება თეატრში ტრიალებდა.“