Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმს საფრთხე ემუქრება

უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმს საფრთხე ემუქრებაქართველი ფერმწერის უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმს საფრთხე ემუქრება. თბილისში, ფიქრის გორაზე მდებარე სახლი იაკობ ნიკოლაძისა და შიო მღვიმელის ქუჩების კუთხეში მდებარეობს.

“თიბისი არეტ-გალერეის” დირექტორი ქეთევან კორძახია ფოტოებს ავრცელებს და სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს:

“უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმში მისულს, აი, ასეთი სურათი დამხვდა…

გვერდით მშენებარე სახლის (იაკობ ნიკოლაძის და შიო მღვიმელის ქუჩების კუთხე) მე-9 სართულიდან კედელი გადმოსკუპებულა, მუზეუმის ეზოში ჩასკუპებულა და ღობეც თან “ჩაუტანია”! კიდევ კარგი, ეზოში არავინ იყო, ან სახლს არ დაეცა… თორემ, უჩას ნამოსახლარიდან არაფერიც არ დარჩებოდა!

ვეკითხები თბილისის მერიას და ამ სახლის პატრონ-ამშენებელს: თუკი წესი და კანონი ფეხზე გკიდიათ და მუზეუმიდან 3 მეტრის დაშორებით ამხელა მონსტრს დგამთ, არც იქ მაცხოვრებლებს უფრთხილდებით და არც უჩა ჯაფარიძის მემკვიდრეობას, იმ ხალხს (რომ გონიათ “პრესტიჟულ უბანში” “პრესტიჟულ სახლში” დასახლდებიან) მაინც რა პასუხს აძლევთ, ერთ მშვენიერ დღეს კედელი რომ გადაუვარდებათ?!”

უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმს საფრთხე ემუქრება

უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმს საფრთხე ემუქრება