სამხრეთ კორეაში ყველაზე ხმაურიანი დაკავება განხორციელდა – სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის კულტურის მინისტრის ჩო იუნ სუნის დაპატიმრების ორდერი გასცა.
როგორც Yonhap იტყობინება, სახელმწიფო მოხელის დაპატიმრების მიზეზი მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გახდა – კულტურის მინისტრი პირადად მონაწილეობდა ე.წ. “შავი სიების” შედგენაში.
ამ სიებში მოხვდა კულტურის ყველა ის მოღვაწე, რომელიც სამხრეთ კორეის ხელისუფლების მიმართ არალოიალური გამონათქვამებით იყო ცნობილი.