14 სექტემბერი, 2016

ქართველი მუსიკოსები მოცარტის საერთაშორისო ფესტივალზე

mozart1თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი”-ს მოსწავლეები 7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ გერმანიის ქალაქ აუგსბურგში მოცარტის საერთაშორისო ფესტივალზე „Mozart@augsburg 2016″.

ფესტივალში მონაწილეობდნენ მევიოლინე ანნა ჭანია – პროფესორ კონსტანტინე ვარდელის კლასი; პიანისტი სერგო მარკოსიანი პედაგოგ ესმა ქირიას კლასი; ჩელისტი სანდრო სიდამონიძე – ყოფილი ათწლედელი, ამჟამად Michigan State University College of Music-ის სტუდენტი და პიანისტი სანდრო ნებიერიძე – ყოფილი ათწლედელი, ამჟამად კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლე, ასოცირებული პროფესორის ლალი სანიკიძის კლასი.

„Mozart@augsburg” კლასიკური მუსიკის მიმართულებით, ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული ფესტივალია. იგი ყოველწლიურად იმართება გერმანიის ქალაქ აუგსბურგში. სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“-ს მოსწავლეები უკვე მესამედ იყვნენ მიწვეულნი სპეციალური სტუმრის სტატუსით. კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა, გერმანელი მსმენელი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდა ახალგაზრდა ქართველ ვირტუოზებს.

moza1

სანდრო სიდამონიძეს, როგორც გამორჩეულად ნიჭიერ და პერსპექტიულ ჩელისტს, საზოგადოება „ამადეუსმა“ საჩუქრად გადასცა ჩელო.

mozz1

სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ დიდ მადლობას უხდის ავსტრიაში მოღვაწე ქართველ პიანისტ ქეთევან სეფაშვილს, მარტა პულვერმახერის ფონდს და მის წარმომადგენელს ქალბატონ ქრისტინე კლაუსენს. სწორედ მათი ხელშეწყობითა და დახმარებით წარსდგნენ „ნიჭიერთა ათწლედი“-ს მოსწავლეები ამ პრესტიჟულ ფესტივალზე.

mozar1