18 სექტემბერი, 2016

ქართული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია

1nino-basiliaქართული ფილმები სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე ბევრს მოგზაურობენ და წარმატებებსაც აღწევენ.

ქართველი რეჟისორების ნამუშევრები კინოფესტივალებზე ყურადღების მიღმა არ რჩება და ისინი სხვადასხვა ნომინაციებში იმარჯვებენ.

ამჯერად გამარჯვება ნინო ბასილიას ფილმმა “ანას ცხოვრება” მოიპოვა. სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნინო ბასილიას ფილმმა 2 პრიზი აიღო.

საუკეთესო რეჟისურისთვის ნინო ბასილია დაჯილდოვდა, ფილმში განსახიერებული ქალის საუკეთესო როლისთვის კი ეკა დემეტრაძე.