ქართული ფილმები სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე ბევრს მოგზაურობენ და წარმატებებსაც აღწევენ.
ქართველი რეჟისორების ნამუშევრები კინოფესტივალებზე ყურადღების მიღმა არ რჩება და ისინი სხვადასხვა ნომინაციებში იმარჯვებენ.
ამჯერად გამარჯვება ნინო ბასილიას ფილმმა “ანას ცხოვრება” მოიპოვა. სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნინო ბასილიას ფილმმა 2 პრიზი აიღო.
საუკეთესო რეჟისურისთვის ნინო ბასილია დაჯილდოვდა, ფილმში განსახიერებული ქალის საუკეთესო როლისთვის კი ეკა დემეტრაძე.