ქართული ფილმები სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობას და საკონკურსო პროგრამებში მონაწილეობას წარმატებით აგრძელებენ.
ბუენოს აირესში საერთაშორისო კინოფესტივალზე Construir Cine ქართველი რეჟისორის ნინო ბასილიას ფილმმა “ანას ცხოვრება” მთავარი ჯილდო მოიპოვა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა შვედეთში, გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სოციალური დრამა რეჟისორმა საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო. ფილმი მარტოლხელა დედის მძიმე ცხოვრებას ასახავს და მასში მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს.