10 მაისი, 2016

ქართულმა ფილმმა ბუენოს აირესში მთავარი ჯილდო მოიპოვა

anas-cxovreba-gamarjvebulia1ქართული ფილმები სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობას და საკონკურსო პროგრამებში მონაწილეობას წარმატებით აგრძელებენ.

ბუენოს აირესში საერთაშორისო კინოფესტივალზე Construir Cine ქართველი რეჟისორის ნინო ბასილიას ფილმმა “ანას ცხოვრება” მთავარი ჯილდო მოიპოვა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა შვედეთში, გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სოციალური დრამა რეჟისორმა საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო. ფილმი მარტოლხელა დედის მძიმე ცხოვრებას ასახავს და მასში მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს.