ქართველი ხელოვანები – მსახიობები, მომღერლები, მუსიკოსები პროტესტს გამოთქვამენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ:
“ჩვენ არ გვინდა, რომ გვითვალთვალებდნენ, სხვის პირად ცხოვრებას თავს გვახვევდნენ და ამაზე ჩვენი რეაქციით ადამიანებს აშინებდნენ, არცხვენდნენ და აშანტაჟებდნენ!”
დათო ტურაშვილი, მწერალი: “ძალიანაც მაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება ოღონდ ლიტერატურაში, რადგან მწერალი ვარ. რეალურ ცხოვრებაში ადამიანის პირადი ცხოვრება პირადი უნდა იყოს!”
ნინო კასრაძე, მსახიობი: “მე არ დავუშვებ რომ ჩემი რეაქციით ადამიანები შეაშინონ, შეარცხვინონ და დააშანტაჟონ!”
ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი: “მე არ მეხება სხვისი პირადი ცხოვრება, მაგრამ მეხება ის, რომ მითვალთვალებენ!”
ნატო მეტონიძე, მუსიკოსი: “არ მაინტერესებდა და არ მაინტერესებს, არასოდეს მინახავს, არ ვნახე და არც ვნახავ!”
გიორგი ცაგარელი, მუსიკოსი: “ნუ გვითვალთვალებთ, გვიყურეთ მაშინ, როცა ეს ჩვენ გვინდა!”
ნიკოლოზ რაჭველი, მუსიკოსი: “მე არ ვიქნები იარაღი ადამიანების შესაშინებლად და დასაშანტაჟებლად!”
თეონა კონტრიძე, მუსიკოსი: “რაში მაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, როცა ჩემი მაქვს ხუთიანზე!”
თეა დარჩია, მოცეკვავე: “ვინც არ უნდა იყოს შენ და ვის დაკვეთასაც არ უნდა ასრულებდე, იცოდე, შენი ქმედება არ მუშაობს. პირიქით, მთელი საქართველო გაერთიანდა შენს წინააღმდეგ.”
ნანკა კალატოზიშვილი, მსახიობი: “მე არ მეხება სხვისი პირადი ცხოვრება, მაგრამ მეხება ის, რომ ადამიანებს ჩემი რეაქციით აშინებენ!”
გურამ წიბახაშვილი, ფოტოგრაფი: “ნუ მომახვევენ თავს სხვის პირად ცხოვრებას: არ მაინტერესებს, არ ვნახე და არ ვნახავ!”
არჩილ სოლოღაშვილი, მსახიობი: “ყველაფერს საზღვარი აქვს, ეს ჩემი პირადი სივრცეა!”