Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი ხელოვანების პროტესტი

xelovanebis-protesti1ქართველი ხელოვანები – მსახიობები, მომღერლები, მუსიკოსები პროტესტს გამოთქვამენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ:

“ჩვენ არ გვინდა, რომ გვითვალთვალებდნენ, სხვის პირად ცხოვრებას თავს გვახვევდნენ და ამაზე ჩვენი რეაქციით ადამიანებს აშინებდნენ, არცხვენდნენ და აშანტაჟებდნენ!”

დათო ტურაშვილი, მწერალი: “ძალიანაც მაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება ოღონდ ლიტერატურაში, რადგან მწერალი ვარ. რეალურ ცხოვრებაში ადამიანის პირადი ცხოვრება პირადი უნდა იყოს!”

ნინო კასრაძე, მსახიობი: “მე არ დავუშვებ რომ ჩემი რეაქციით ადამიანები შეაშინონ, შეარცხვინონ და დააშანტაჟონ!”

ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი: “მე არ მეხება სხვისი პირადი ცხოვრება, მაგრამ მეხება ის, რომ მითვალთვალებენ!”

ნატო მეტონიძე, მუსიკოსი: “არ მაინტერესებდა და არ მაინტერესებს, არასოდეს მინახავს, არ ვნახე და არც ვნახავ!”

გიორგი ცაგარელი, მუსიკოსი: “ნუ გვითვალთვალებთ, გვიყურეთ მაშინ, როცა ეს ჩვენ გვინდა!”

ნიკოლოზ რაჭველი, მუსიკოსი: “მე არ ვიქნები იარაღი ადამიანების შესაშინებლად და დასაშანტაჟებლად!”

თეონა კონტრიძე, მუსიკოსი: “რაში მაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, როცა ჩემი მაქვს ხუთიანზე!”

თეა დარჩია, მოცეკვავე: “ვინც არ უნდა იყოს შენ და ვის დაკვეთასაც არ უნდა ასრულებდე, იცოდე, შენი ქმედება არ მუშაობს. პირიქით, მთელი საქართველო გაერთიანდა შენს წინააღმდეგ.”

ნანკა კალატოზიშვილი, მსახიობი: “მე არ მეხება სხვისი პირადი ცხოვრება, მაგრამ მეხება ის, რომ ადამიანებს ჩემი რეაქციით აშინებენ!”

გურამ წიბახაშვილი, ფოტოგრაფი: “ნუ მომახვევენ თავს სხვის პირად ცხოვრებას: არ მაინტერესებს, არ ვნახე და არ ვნახავ!”

არჩილ სოლოღაშვილი, მსახიობი: “ყველაფერს საზღვარი აქვს, ეს ჩემი პირადი სივრცეა!”