მსახიობი კახი კავსაძე საზოგადოებას სპეციალურ გზავნილს უგზავნის და საჯაროდ უმხელს თავის ყველაზე დიდ სურვილს.
ხელოვანი ვიდეომიმართვაში საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებიც მისი აზრით, ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
კახი კავსაძე:
“ჩემს სამშობლოს – საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას. სადაც მშვიდობაა, იქ თეატრია; სადაც თეატრია, იქ პიესები, იქ სცენარი, იქ წიგნია; სადაც წიგნია, იქ პოეზიაა; სადაც პოეზიაა, იქ სუფრაა; სადაც სუფრაა, იქ პატივისცემაა; სადაც პატივისცემაა, იქ სიყვარულია; სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია. ჩვენთან არს ღმერთი!”