Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კახი კავსაძის გზავნილი საზოგადოებას

25 თებერვალი, 2016

k7მსახიობი კახი კავსაძე საზოგადოებას სპეციალურ გზავნილს უგზავნის და საჯაროდ უმხელს თავის ყველაზე დიდ სურვილს.

ხელოვანი ვიდეომიმართვაში საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებიც მისი აზრით, ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

კახი კავსაძე:

“ჩემს სამშობლოს – საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას. სადაც მშვიდობაა, იქ თეატრია; სადაც თეატრია, იქ პიესები, იქ სცენარი, იქ წიგნია; სადაც წიგნია, იქ პოეზიაა; სადაც პოეზიაა, იქ სუფრაა; სადაც სუფრაა, იქ პატივისცემაა; სადაც პატივისცემაა, იქ სიყვარულია; სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია. ჩვენთან არს ღმერთი!”