30 ნოემბერი, 2015

თბილისში ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა გაიხსნა

1zurabთბილისში ცნობილი საოპერო მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

69 წლის ასაკში გარდაცვლილი ტენორის სახელის უკვდავსაყოფად, ქალაქის ცენტრში ამიერიდან მისი სახელობის ქუჩა იარსებებს.

ინფორმაცია მომღერლის შვილმა ზურიკო ანჯაფარიძემ გაავრცელა:

“კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიას მიენიჭა ზურაბ ანჯაფარიძის სახელი.”

ამიერიდან დრამატული ტენორის სახელობისაა ქუჩა ჭავჭავაძის პროსპექტიდან კუს ტბის აღმართის ბოლომდე.

როგორც “არტინფოს” ზურიკო ანჯაფარიძემ განუცხადა, ქუჩაზე აბრები უახლოეს დღეებში განთავსდება.