თბილისში ცნობილი საოპერო მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
69 წლის ასაკში გარდაცვლილი ტენორის სახელის უკვდავსაყოფად, ქალაქის ცენტრში ამიერიდან მისი სახელობის ქუჩა იარსებებს.
ინფორმაცია მომღერლის შვილმა ზურიკო ანჯაფარიძემ გაავრცელა:
“კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიას მიენიჭა ზურაბ ანჯაფარიძის სახელი.”
ამიერიდან დრამატული ტენორის სახელობისაა ქუჩა ჭავჭავაძის პროსპექტიდან კუს ტბის აღმართის ბოლომდე.
როგორც “არტინფოს” ზურიკო ანჯაფარიძემ განუცხადა, ქუჩაზე აბრები უახლოეს დღეებში განთავსდება.