საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი ტრაგიკულად დაიღუპა. 25 წლის გუგა მშვენიერაძე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ის სოფელ ხადორის წყალსაცავში დაიხრჩო.
ინფორმაციას ამის შესახებ ნინო ანანიაშვილის მეუღლე, გრიგოლ ვაშაძე ავრცელებს:
“ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი, უნიჭიერესი და სამაგალითო ადამიანი – გუგა მშვენიერაძე. რასაც არ ჰკიდებდა ხელს პროფესიის ჩათვლით, ყველაფერი ფანტასტიურად გამოსდიოდა – Iთ, პროგრამირება, დიზაინი… ერთეულებია საქართველოში, ვინც ასე იცოდა კლასიკური მუსიკა და ოპერა, ბალეტზე აღარ ვლაპარაკობ. ცრემლები გვახრჩობს.”
