Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სახელმწიფო ბალეტის სოლისტი ტრაგიკულად დაიღუპა

23 აგვისტო, 2015

1guga-mshvenieradzeსაქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი ტრაგიკულად დაიღუპა. 25 წლის გუგა მშვენიერაძე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ის სოფელ ხადორის წყალსაცავში დაიხრჩო.

ინფორმაციას ამის შესახებ ნინო ანანიაშვილის მეუღლე, გრიგოლ ვაშაძე ავრცელებს:

“ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი, უნიჭიერესი და სამაგალითო ადამიანი – გუგა მშვენიერაძე. რასაც არ ჰკიდებდა ხელს პროფესიის ჩათვლით, ყველაფერი ფანტასტიურად გამოსდიოდა – Iთ, პროგრამირება, დიზაინი… ერთეულებია საქართველოში, ვინც ასე იცოდა კლასიკური მუსიკა და ოპერა, ბალეტზე აღარ ვლაპარაკობ. ცრემლები გვახრჩობს.”